აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ლეონიდ ჩერნოვეცკიმ პარლამენტს პედოფილების ქიმიური კასტრაციის ინიციატივით მიმართა

ბიზნესმენი ლეონიდ ჩერნოვეცკი აცხადებს, რომ პედოფილია არა დანაშაული, არამედ მძიმე ფსიქოლოგიური დაავადებაა.

ის პედოფილების ქიმიური კასტრაციის ინიციატივით გამოდის და პარლამენტს მიმართავს საკანონმდებლო ინიციატივით, რომელშიც აღნიშნულია, რომ პედოფილის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის, თავისუფლების აღკვეთასთან ერთად სასჯელის სახედ გამოყენებული უნდა იყოს ქიმიური კასტრაცია.

„ ქიმიური კასტრაციის არსი მდგომარეობს იმაში, რომ დამნაშავის ორგანიზმში ხდება სპეციალური პრეპარატის შეყვანა, რომელიც ზემოქმედებას ახდენს მის სქესობრივ უნარზე – ითრგუნება მამაკაცის ჰორმონები, რომელსაც მივყავართ დამნაშავის სქესობრივი სურვილის სრულ ჩახშობამდე“, – წერს ბიზნესმენი.

მისივე თქმით, ხშირად ადგილობრივი მოსახლეობა ითხოვს პედოფილის ლინჩის წესით გასამართლებას, არის შემთხვევები, როდესაც წვავენ დამნაშავის სახლ-კარს.

„იმისთვის რომ დავიცვათ ბავშვების ინტერესები და მინიმუმამდე დავიყვანოთ საზოგადოების თვითნებური ჩარევის გზით ასეთი დამნაშავეების „გასამართლების“ შესაძლებლობა, გთხოვთ, განიხილოთ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ეხება პედოფილების იძულებით ქიმიურ კასტრაციას”, – ვკითხულობთ საკანონმდებლო წინადადებაში.

ქიმიური კასტრაციის პროცედურა პირველად ისტორიაში, ყაზახეთში, 2018 წლის სექტემბერში ჩატარდა.

ამის შესახებ მეტრონომი წერდა. ინფორმაცია უფრო ვრცლად იხილეთ ბმულზე: პირველად ისტორიაში: ყაზახეთში პედოფილს ქიმიური კასტრაცია ჩაუტარეს

იტვირთბა....