საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის იგორ გიორგაძე რუსული ტელეკომპანია «НТВ»-ს ეთერში აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია უშიშროების სამინისტროს აგენტი იყო.
ამის შესახებ მან რუსული ტელეკომპანია «НТВ»-ს პროგრამა «Новые русские сенсации»-ში საუბრისას განაცხადა.
„საერთოდ, მიხეილ სააკაშვილის ოჯახი სპეცსამსახურებთან ტრადიციულად თანამშრომლობდა. დედამისი გიული ალასანია, მიხეილ სააკაშვილის დედა ჩვენს აგენტად მუშაობდა, ბიძამისი თემურ ალასანიაც, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, ასევე საბჭოთა კავშირის „კა-გე-ბე“-ს (სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის) აგენტი იყო“ – განაცხადა გიორგაძემ.