aviabiletebi
არჩევნები აქტუალური თემა მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გადაუდებელი დახმარების ცენტრი გიორგი ვაშაძის ბრალდებას უარყოფს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის ბრალდებას, ახალქალაქში დაშავებულთათვის არაჯეროვანი სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ, უარყოფს.

„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა 4 დაშავებული ახალქალაქის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. ამათგან მხოლოდ ერთი პაციენტი, რომელიც სტაციონარულ მომსახურებას საჭიროებდა, კატასტროფის ეკიპაჟმა თბილისში მოათავსა. სამ პაციენტს კი, ამბულატორიული მომსახურება რაიონულ კლინიკაშივე გაეწია. შესაბამისი კონსულტაციებისა და კვლევების ჩატარების შემდეგ, მათ მიეცათ რეკომენდაცია მკურნალობაზე, რის შემდეგაც კლინიკიდან გაეწერნენ. მოგვიანებით, პაციენტის ახლობლებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი ხელახლა გამოიძახეს და დაშავებულების ჰოსპიტალიზაცია კვლავ ახალქალაქის სამედიცინო ცენტრში განხორციელდა. კლინიკაში შეყვანისას, გაიხსნა ახალი გადაუდებელი ამბულატორიის ბარათები, ვინაიდან წინა ბარათები კლინიკიდან გაწერისთანავე დაიხურა. კლინიკამ და კლინიკის სამედიცინო პერსონალმა, პაციენტების სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე, საჭიროდ არ მიიჩნია მათი თბილისში გადაყვანა, ვინაიდან დაშავებულების მართვისთვის ყველა რესურსი გააჩნდა, შესაბამისად, კატასტროფის ეკიპაჟი არ გამოიძახა. ამდენად, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ სახელმწიფო რეანომობილმა დაუსაბუთებელი უარი განაცხადა პაციენტების მომსახურებაზე. ახლობლების მოთხოვნით, ახალქალაქის კლინიკიდან ორი პაციენტის თბილისში ჰოსპიტალიზაცია ერთ-ერთი კერძო კატასტროფის ეკიპაჟმა განახორციელა. ამ დროისთვის, ახალქალაქიდან გადმოყვანილი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი კლინიკა „ტრავმატოლოგში“ რჩებიან“, – აცხადებენ ცენტრში.

შეგახსენებთ, 30 ოქტომბერს ახალქალაქში, “ქართული ოცნების” და გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც დაშავდა 4 ადამიანი.

იტვირთბა....