საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა, რომ ის უკვე აღარ არის 2003 წლის ვერსიის სააკაშვილი, და შეიცვალა.
“მე უკან ვერ გადავახვევ ისტორიას, მე გამოვიცვალე, ბევრად უფრო დაწყნარებული ვარ და ბევრად მეტ ასპექტს ვხედავ ამ სიტუაციის, მაშინ ვიღაც თავგაცხელებული რევოლუციონერი უნდა ვიშოვოთ, რომელიც მე უკვე აღარა ვარ, ბევრი მიზეზი გამო ალბათ“, – განაცხადა სააკაშვილმა ხელისუფლებაში შესაძლო მოსვლის შემდეგ სახლების ჩამორთმევასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა თანამდებობის პირთა სახლების ფოტო-ვიდეო მასალა, რომელსაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა.