აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

Freedom House-ის ანგარიშში, საქართველოს ინტერნეტ თავისუფლების კოეფიციენტი 1 ქულით შემცირდა

Freedom House-მა ინტერნეტის თავისუფლების შესახებ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც, საქართველო კვლავ თავისუფალი ინტერნეტის მქონე ქვეყნად დასახელდა.

რეიტინგში ქვეყნები 100-ქულიანი სისტემით ფასდება ( 100 ქულა სრულიად არათავისუფალს, ხოლო 0 ქულა სრულიად თავისუფალს ნიშნავს). აღნიშნულ რეიტინგში საქართველოს 25 ქულა აქვს მინიჭებული.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2018 წელს საქართველოში ინტერნეტის თავისუფლების დონის კლება შეინიშნებოდა, რადგან გასული წლის ანგარიშში საქართველოს 24 ქულა ჰქონდა მინიჭებული.

2018 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო ინტერნეტის თავისუფლების მიხედვით რეგიონში ლიდერია.

იტვირთბა....