საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას ინფორმაცია არ აქვს თუ ვის მისცეს საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა პატიმრებმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ წააგო „ქართულმა ოცნებამ“ ციხეში არჩევნებში თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ მისთვის გასაკვირია ინფორმაციები იმის შესახებ, რომელმა კონკრეტულმა კანდიდატმა გაიმარჯვა და რომელი დამარცხდა.
მინდა, ყველს ვკითხო, საიდან აქვთ ეს ინფორმაცია, რადგან ხმის მიცემა არის ფარული. სპეცუბნები გაუქმებულია. თანამშრომლებმა ვინც იყო მორიგე, მისცეს ხმა გადასატანი ყუთით. პატიმრები მიმაგრებულნი იყვნენ საარჩევნო უბანზე. გლდანის საპატიმრო მიმაგრებული იყო გლდანის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, ამიტომაც მე კითხვას გისვამთ, საიდან დაასკვენით, ან „ოცნება“ დამარცხდა, ან „ოცნებამ“ გაიმარჯვა, ან ვაშაძემ გაიმარჯვა, ეს იქნებოდა ან გამოგონილი, ან გაჟონილი ინფორმაცია, რაც არის კანონის დარღვევა. არ ვიცი საპატიმროში პატიმრებმა ვის მისცეს ხმა და ეს არ უნდა ვიცოდე, არ ვიცი საპატიმროში ჩვენივე თანამშრომლებმა ვის მისცეს ხმა და ეს მე არ უნდა ვიცოდე”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
რაც შეეხება პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემას, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ პირადობის მოწმობების უფასოდ აღების აქცია ყოველ საარჩევნო წელს ცხადდება.
წელსაც პირველი მარტიდან მოქმედებს უფასო აიდი< ბარათების აქცია და გაგიკვირდებათ ალბათ, მაგრამ პატიმარი არის სრულფასოვანი მოქალაქე ჩვენი ქვეყნისა და მას აქვს უფლება ჰქონდეს ელექტრონული პირადობის მოწმობა. ზაფხულში, როდესაც ვეწვიე ბათუმის დაწესებულებას იქ იყო პატიმრების თხოვნა, რომ ჰქონოდათ არა ძველი მოწმობა, რომელიც ოჯახის წევრმა სახლში შეუნახა, ან დაუკარგა, არამედ თანამედროვე პირადობის მოწმობა და ჩვენ მათზე თუ არ მეშლება ივლისში გავეცით პირადობები. ასევე გეგუთის დაწესებულებაში გაიცა პირადობები. ვისაც არ აქვს ელექტრონული პირადობის მოწმობა ყველა პატიმარზე გაიცემა, იქნება ის ვაშაძის თუ ზურაბიშვილის მხარდამჭერი”, – განაცხადა თეა წულკიანმა.