ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეზვრიშვილი: “ახალქალაქის ინციდენტის დროს დაზარალებულები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ”

ახალქალაქის ინციდენტის დროს დაზარალებულები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ და გამომძიებელთა მიერ მითითებულ დროს არ ცხადდებიან. ამის შესახებ ინფორმაცის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ავრცელებს.

როგორც ჟურნალიტებს მეზვრიშვილმა განუცხადა, ძალადობა ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს განხორციელებული, ბუნებრივია, მიუღებელია.

ამავე დროს მიუღებელია საგამოძიებო ორგანოს მიმართ ულტიმატუმის ენით საუბარი და რაღაც ვადების დაწესება, რომ თუ 24 და 48 საათში არ იქნება ეს საქმე გამოძიებული და ა.შ. გამოძიებას თავისი პროცედურები აქვს. იმისათვის, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში კონკრეტული პირები მიეცნენ, საჭიროა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. საგამოძიებო მოქმედებებს დრო სჭირდება და გაწერილია პროცედურები, რომელთა დაცვითაც ეს ყველაფერი უნდა ჩავატაროთ. მიუღებელია ასეთი განცხადებები იმ პირობებში, როცა დაზარალებულები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ, გამომძიებელთა მიერ მითითებულ დროს არ ცხადდებიან. ამის მიუხედავად დავიცდით, როცა სურვილი ექნებათ, მობრძანდებიან, გამოვკითხავთ და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ. არანაირი პრობლემა არ არის, თუ დადგინდება და შესაბამისი მტკიცებულებები იქნება, ყველა პირი, ვინც დანაშაული ჩაიდინა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა ისევე, როგორც არჩევნებთან დაკავშირებით ყველა სხვა შემთხვევაზე მოქმდებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო. დღეის მდგომარეობით, არჩევნების ინციდენტეზე 15 პირია პასუხისგებაში მიცემული როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლების”– აღნიშნა მეზვრიშვილმა.

შს მინისტრის მოადგილის ცნობით, საქმეზე გამოძიება 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ხულიგნობას გულისხმობს.

ყველა, ვისაც საქმესთან შემხებლობა აქვს და ან რაიმე სახის ინფორმაციას ფლობს, ვალდებულია, საგამოძიებო ორგანოს ინფორმაცია მიაწოდოს. გამოკითხვებს არ ველოდებით, სხვა საგამოძიებო მოქმედებებიც ტარდება, გამოძიებამ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხამდე უნდა მოგვიყვანოს“ – განაცხადა მეზვრიშვილმა კითხვის საპასუხოდ, მოხდება თუ არა დეპუტატ ენზელ მკოიანის გამოკითხვაც.

იტვირთბა....