არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თამარ კორძაიამ გრიგოლ ვაშაძისთვის მხარდაჭერის მიზეზები განმარტა

„საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა ცხადყო, რომ ამომრჩეველს არ სურს მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი კანდიდატი პრეზიდენტად“, – ამის შესახებ, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

კორძაიამ „არჩევანის“ ეთერში, მისი პარტიის მიერ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატისთვის, გრიგოლ ვაშაძისთვის მხარდაჭერის გამოცხადების მიზეზები განმარტა.

„როდესაც საზოგადოების დაკვეთაა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დასმული კანდიდატი არ იყოს პრეზიდენტი, პასუხისმგებლიანი პოლიტიკური პარტია ვალდებულია, მიიღოს გადაწყვეტილება და საზოგადოებას მოუსმინოს ამ შემთხვევაში.

ჩვენ ვუსმენთ პარლამენტის წევრს, რომელიც ამბობს, რომ, თუ აირჩევთ გრიგოლ ვაშაძეს, ეს იქნება სამოქალაქო ომის დასაწყისი. ეს არის ხალხის დაშინების მცდელობა ანუ „ქართული ოცნება“ გადავიდა ამომრჩევლის ტერორზე და ამას თუ ჩავყვებით, ხვალ საქართველოში გვექნება 100 ფარცხალაძე ერთის მაგივრად, ხვალ საქართველოში გვექნება სარდაფებში ნაცემი ხალხი და ძალადობის ქვეშ მყოფი დათრგუნული საზოგადოება, მაგრამ ეს საზოგადოება ამას რომ არ მიიღებს, ეს არის ცალსახა და ნათელი,“ – განაცხადა კორძაიამ.

იტვირთბა....