„ქართული ოცნების“ წევრმა დიმიტრი სამხარაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ისედაც მზად არის ნაცებს კბილები ჩაულეწოს.
მის ამ განცხადებას აკაკი ზოიძე გამოეხაურა და განაცხადა, რომ სავარაუდოდ მისმა კოლეგამ პოლიტიკური კბილების ჩალეწვაიგულისხმა.
სამხარაძის მუქარა კარგად წერია მე მგონი ხო, კანონის ფარგლებში და კარგით რა, ვის როგორი მხატვრული ენა აქვს … კბილები შეიძლება იყოს პოლიტიკური კბილები. შეიძლება იყოს კანონის დაცვით კბილების ჩამოღება აბა რას უნდა ნიშნავდეს ცოტა ახლა ანეკდოტურ იმაში ნუ გადავალთ რა და ბატონი გედის იმასაც ძალიან გთხოვთ ზუსტად კომენტარი თქვით, რომ “ამან შეიძლება დასაბამი მისცეს სამოქალაქო ომის სცენარსო” და არა თვითონ სამოქალაქო ომს,“-განაცხადა აკაკი ზოიძემ.
მმართველ გუნდში გედევან ფოფხაძის განცხადებაზე, რომელიც სამოქალაქო ომს ეხებოდა, არაერთგვაროვანი შეფასებები მოყვა. ძალადობის კატეგორიული წინააღმდეგია დიმიტრი ცქიტიშვილი. მისი განცხადებით გედევან ფოფხაძეს ახასიათებს ექსტრემალური შეფასებები, თუმცა ძალადობის მომხრე გუნდში არავინ არ არის.
ცალსახად ჩვენს ინტერესებში არ შედის ძალადობა. მე ჩვენს კოლეგებსაც მოვუწოდებ, რომ ესეთი განცხადებებისგან თავი შეიკავონ. მათ შორის გედი ფოფხაძეს ახასიათებს ხოლმე ცოტა ესეთი ექსტრემალური განწყობების თითქოსდა შექმნა, მაგრამ დამერწმუნეთ ჩვენ არ ვართ მიდრეკილი და არ გვაქვს სურვილი ძალადობის,“-განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
გედევან ფოფხაძის განცხადებას ემიჯნება სოფო კილაძეც. მმართველი გუნდის წევრი ამბობს, რომ დაანონსებული სამოქალაქო ომი მხოლოდ ერთი დეპუტატის აზრია და ის „ქართული ოცნების“ საერთო ხედვას არ გამოხატავს.
„სამოქალაქო ომის შესახებ ერთმა ჩვენმა დეპუტატმა გააკეთა და ეს არს მისი პირადი აზრი. გუნდის აზრი არის ის, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში არ იყოს დესტაბილიზაცია, სანამ ჩვენ ხელისუფლებაში ვართ ბუნებრივია ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ამას არანაირად არ დავუშვებთ და მე მგონია, რომ ქართულ საზოგადოებას ნამდვილად არ ეკადრება სამოქალაქო ომი,“-განაცხადა სოფო კილაძემ.