მსხიობი ლალი ბადურაშვილი “რეაქციის” ეთერში აცხადებს, რომ მეორე ტურში აუცილებლად გაიმარჯვებს სალომე ზურაბიშვილი.
“სალომე არის გონიერი, ჭკვიანი, არაჩვეულებრივი მონაცემებით, არაჩვეულებრივი გენიალოგიით და სადაც უმსახურია, ყველგან ბრწყინვალე იყო. ამ ქვეყნის მოყვარულია. ამიტომ მოლოდინები დიდი იყო. შევცდით იმაში, რომ “ოცნებამ” ჩათვალა, რომ უი, მაინც გამარჯვებულიაო და ბევრი სახლში დაჯდა. ეს ორი წელი ინგა, იცი ჩემი გამოსვლები. ყოველი მეორე კაცი, ქალი, დიდი, პატარა, მაჩერებს და მადლობას მიხდის და სად არის ეს ხალხი? ეტყობა სახლში ისხდნენ.
მეორე ტურში, როგორც ქართველებს უყვართ კაცი ქუდზე გამოვა და სალომემ უნდა მოიგოს, სხვა გზა არ არის. გვინდა კიდევ ყველანი ციხეში! ყველანი ციხეში და ორი გვამი მინდა? ვისზე მელაპარაკებით საერთოდ, ინგაა?! ბევრია ჟურნალისტებზე დამოკიდებული თუ როგორ მიაწოდებენ ხალხს ინფორმაცია. ხალხი უნდა მოვიდეს არჩვნებზე, ძალიან ძლიერი ძალები მუშაობენ, რომ საქართველო აღარ იყოს”, – განაცხადა ლალლი ბადურაშვილმა.