“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი, დეპუტატი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და “ნაციონალრ მოძრაობას” მიმართავს. მისი თქმით, ის მარტოც რომ დარჩეს ბოლომდე იბრძოლებს “ნაცმოძრაობის” წინააღმდეგ.
“ვერ დავუშვებ ციხიდან მანიაკების, გარყვნილების და კასტილა პედოფილების შეწყალებას! ვერ დავუშვებ ტოტალურ ტერორს ქვეყანაში! ვერ დავუშვებ ნაცების ფარფაშს! არ მაინტერესებს ვინ, ვის აძლევს ხმას! არ მაინტერესებს ვინ, ვის ლობირებს! არ მაინტერესებს ვინ, ვისთან არის ვალში! ისიც არ მაინტერესებს რეალობა, რომ არ იცის ზოგმა ან პირიქით იცის და შეგნებულად, აფერისტულად მე მადანაშაულებს რაღაცებში! არ მაინტერესებს არავინ, ვინც საქართველოს მტერია, როგორც ნაცები! სულ მარტო რომ დავრჩე, ბოლომდე ვიბრძოლებ წურბელა ნაცების წინააღმდეგ! სიურპრიზებს ელოდეთ ნაცებო”, – წერს სამხარაძე.
შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნებში 1-პროცენტიანი სხვაობა დაფიქსირდა “ქართული ოცნების” მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილსა და გაერთიანებულ ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის, რაც იმას გულისხმობს, რომ მეორე ტური გაიმართება.