ახალი ამბები მთავარი სამართალი

„თუ შეანელებთ კადრებს მიხვდებით, ზაზა სარალიძე ჯოხს უბრალოდ იქნევს“…

„თუ შეანელებთ კადრებს მიხვდებით, რომ ზაზა სარალიძე ჯოხს უბრალოდ იქნევს და პოლიციელს არ ურტყამს, ამიტომაც ეს მტიცებულება სადაოა.“, – ამის შესახებ „მეტრონომს“ მისმა ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ განუცხადა და დასძინა, რომ დაცვის მხარე ბოლომდე იბრძოლებს.

რაც შეეხება პროკურატურის გადაწვეტილებას იმის შესახებ, რომ ზაზა სარალიძის საქმე რუსთავის პროკურატურამ განიხილოს, ლონდარიძე ამბობს, რომ ეს მისთვისაც გაუგებარია.

„ეს ჩემთვისაც გაუგებარია, რატომ განიხილავს ზაზა სარალიძის საქმეს რუსთავის სასამართლო. ეს იურიდიულ ახსნას არ ექვემდებარება. როგორც ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნეს, რადგან ხორავას ქუჩის საქმე განიხილებოდა თბილისში, მეორე რუსთავს უდნა გადასცემოდა.

პროკურატურის გადაწყვეტილებით,ზაზა სარალიძის ბრალდების საქმეს ზედამხედველობას გაუწევს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა.

„იმ ობიექტური გარემოების გათვალისწინებით, რომ დაცვის მხარეს და საზოგადოებას კითხვის ნიშნები არ გაუჩნდეს თბილისის პროკურატურის მიმართ, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეში ბრალდების მხარეს წარმოადგენს, ზაზა სარალიძის საქმე რუსთავის რაიონულ პროკურატურას გადაეცა“,- აცხადებენ საქართველოს პროკურატურაში.

შეგახსენებთ, პოლიციელზე თავდასხმის გამო სარალიძე 26 ოქტომბერს, დააკავეს. მას ბრალი წარუდგინეს  28 ოქტომბერს, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სარალიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პროკურატურამ, ბრალის წარდგენის შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სასამართლო პროცესამდე საპატიმრო ღონისძიება მოუხსნა.

 

იტვირთბა....