ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი სოფო კილაძე, არცენების შედეგებს გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა ეს არის შედეგი იმ რიგი შეცდომებისა, რომელიც ქართულმა ოცნებამ დაუშვა
ვფიქრობ, ეს არის შედეგი იმ რიგი შეცდომების, რომელიც ჩვენმა გუნდმა დაუშვა. ამის არც ხალხზე და არც ნაცებზე გადაბრალება არ იქნება სწორი. მხოლოდ საკუთარი შეცდომების გაანალიზება და ამ ანალიზზე ადეკვატური რეაგირება, კონკრეტული, ხალხისთვის სასარგებლო შედეგის დადება იქნება საფუძველი იმისა, რომ ჩვენ ისევ დავიბრუნოთ საზოგადოების ნდობა. ყველაფერი უფლის ნებით ხდება. ეს არის დიდი გაფრთხილება, რომ ჩვენ არ ავცდეთ ჭეშმარიტ გზას, რომელიც ხალხს სიკეთეს მოუტანს. ძალიან სწრაფი ტემპებით უნდა წავიდეთ წინ. რეფორმები და საქმის კეთება, მხოლოდ ეს უშველის ამ ქვეყანას” – აცხადებს სოფო კილაძე.
ცნობისთვის, ცესკოს ბოლო მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ასეთია:
დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი – 38.63% (615 403 ხმა).
გაერთიანებული ოპოზიაცია, „ძალა ერთობაშია“ – გრიგოლ ვაშაძე – 37.74 % (601 175 ხმა).
„ევროპული საქართველოს“ კანდიდატი , დავით ბაქრაძე – 10.97% (174 699 ხმა).
ამავე თემაზე: ცესკო – საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 2 დეკემბრამდე ჩატარდება