არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნუკრი ქანთარია: “უკვე მოხდა ნაციონალური მოძრაობის გაცოცხლება”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტური ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილს ფეხდაფეხ მიჰყვება „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.

მისივე თქმით, მიზეზები ხელისგულზეა, თუმცა ახლა გადაბრალება-გადმობრალების დრო არ არის.

უკვე მიმდინარეობს კი არა, მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ გაცოცხლება. სახეზე გვაქვს პოლიტიკური ფრანკენშტეინიზაცია და ავტორები ჩვენდაუნებურად ვართ ჩვენ. ეს არის გამოსასწორებელი. ახლა საჭიროა ქუდზე კაცის მობილიზაცია. არა მხოლოდ „ოცნების“ მხარდამჭერების, რომლებმაც მოგვცეს ხმა, არამედ იმ ხალხისაც, რომლებიც იყვნენ „ოცნების“ მხარდამჭერები და გარკვეული მიზეზების გამო, განუდგნენ. დარწმუნებული ვარ, მეორე ტურში ჩვენი კანდიდატი გაიმარჯვებს, მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი. გადამწყვეტია ის, როგორ მივედით ჩვენ ამ მდგომარეობამდე ექვსი წლის თავზე. მიზეზები არ არის სადღაც სიღრმეში და დიდი მოძიება არ სჭირდება. საჭიროა გულწრფელი, გულახდილი საუბარი ჩვენს ამომრჩეველთან“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ცნობისთვის, ცესკოს ბოლო მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ასეთია:

დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი –  38.63% (615 403 ხმა).
გაერთიანებული  ოპოზიაცია, „ძალა ერთობაშია“ – გრიგოლ ვაშაძე – 37.74 % (601 175 ხმა).
„ევროპული საქართველოს“ კანდიდატი , დავით ბაქრაძე –  10.97% (174 699 ხმა).
ამავე თემაზე: ცესკო – საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 2 დეკემბრამდე ჩატარდება

იტვირთბა....