“რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში “ევროპული საქართველოს” საპრეზიდენტო კანდიდატის დავით ბაქრაძის ბრიფინგს ეხმაურება.
“ყოჩაღ ევროპული საქართველო და პირადად დავით ბაქრაძე! დიდი მადლობა უმაღლესი პოლიტიკური კულტურის გამოვლენისა და ქვეყნისთვის თავდადებისთვის! ნამდვილი პატრიოტიზმი არის ეს!”, – წერს გვარამია.
შეგახსენებთ, რომ “ევროპული საქართველოს” მიერ ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა ბრიფინგი გამართა და დამარცხება აღიარა.
ბაქრაძემ იქვე აღნიშნა, რომ “ნაციონალურ მოძრაობასთან” შეთანხმება ძალაშია და მეორე ტურის შემთხვევაში გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას” კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს მხარს.