არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ოპოზიციის მხრიდან, დესტრუქციის შემოტანის მცდელობა იყო

“ოპოზიციის მხრიდან, საარჩევნო პროცესში, დესტრუქციის შემოტანის მცდელობა იყო”, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პირველ არხს განუცხადა.

როგორც მან ხმის მიცემის შემდეგ აღნიშნა, ხმა ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას და სტაბილურობას მისცა, რაც საქართველოსთვის და მომავალი თაობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

„ვფიქრობ, ზოგადად ოპოზიციის მხრიდან იყო მცდელობა დესტრუქციის შემოტანის საარჩევნო პროცესში, მაგრამ მათი ეს მცდელობა, ვფიქრობ, აღმოჩნდა წარუმატებელი და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. მჯერა, რომ ეს არჩევნები ჩაივლის ძალიან მშვიდად”,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

იტვირთბა....