“სოფელ სადახლოში, 29-ე საარჩევნო უბანზე კარუსელი დაფიქსირდა”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, სალონიკში კომისიის თავმჯდომარემ გამოაცხადა, რომ დავით ბაქრაძე კენჭს აღარ იყრის.
„ეს არის დადასტურებული კარუსელი, რომელიც მარნეულის 29-ე უბანზე, სოფელ სადახლოში მოხდა. მოქალაქე შემოვიდა უკვე ბიულეტენით, შემდეგ აიღო მეორე ბიულეტენი და ორი ბიულეტენის ჩაგდებას ცდილობდა. სავარაუდოდ, მას ინსტრუქცია ჰქონდა, რომ მეორე უნდა გაეტანა და დაეტრიალებინათ, თუმცა ჩვენმა წარმომადგენელმა ეს დაინახა და აღკვეთა. შემდეგ იყო შეხლა-შემოხლა და ეს ბიულეტენი დახია. დახეული ბიულეტენი იქვე ყრია.
გარდა ამისა, სალონიკში კომისიის თავმჯდომარემ ჯეკპოტი მოხსნა და სადემონსტრაციო ოქმში დავით ბაქრაძე გადახაზა. შემდეგ გამოაცხადა, რომ დავით ბაქრაძე კენჭს აღარ იყრის. გაპროტესტების შემდეგ კი, მოხსნა სადემონსტრაციო ოქმი და ნაგვის ყუთში გადაისროლა“, – განაცხადა უგულავამ.
იტვირთბა....