ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ამჟამინდელი მონაცემებით სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად ლიდერობს.
როგორც მან “ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ამის თქმის საფუძველს პარტიის კოორდინატორების მიერ მოწოდებული ინფორმაცია ქმნის.
“შედეგი იქნება სასურველი. ჩვენ გვაქვს ჩვენი მონაცემები. ჩვენს კოორდინატორებსა და აქტივისტებს იმის გამო აკრიტიკებენ, რომ გარკვეულ აღრიცხვას აწარმოებენ, ეს ადამიანები მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ პარტიისათვის. მათი მონაცემების და მათ მიერ გადმოცემული ინფორმაციის მიხედვით, შეგვიძლია წინასწარი დასკვნები გავაკეთოთ – ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატი დამაჯერებლად ლიდერობს. ჯერჯერობით, ვიდრე ხმები არ დაითვლება არაფერზე კატეგორიულად საუბარი არ შეიძლება, მაგრამ წინასწარი მონაცემები ნამდვილად ასეთია. ამ დემოკრატიულ პროცესს ბოლომდე მიყვანა სჭირდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
იტვირთბა....