ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნიკა გვარამია: არჩევნების გაყალბება 05:00-დან 08:00 საათამდე იგეგმება

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ეგზიტპოლების შედეგებს 20:00 საათიდან 21:00 საათამდე გამოაცხადებს. ამის შესახებ განცხადება არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გააკეთა. მისი თქმით, თავდაპირველად გამოქვეყნდება საღამოს 06:00 საათისათვის არსებული მონაცემები, ხოლო 22:00 საათისთვის უკვე მთლიანად დათვლილი ეგზიტპოლის შედეგები.

მან ასევე მიმართა ცესკოს თავმჯდომარეს და განაცხადა, რომ “ქართულმა ოცნებამ” იცის რომელ უბნებზე ტარდება ეგზიტპოლები, რაც წესით გასაიდუმლოებული ინფორმაცია უნდა იყოს.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეგზიტპოლებთან დაკავშირებით, უბნებზე სადაც დგანან მთვლელები ეგზიტპოლს ვინც ატარებს ეს იცის “ქართულმა ოცნებამ” და ცდილობენ რომ ამ უბნებზე  მაქსიმალურად მიიყვანონ თავისი წარმომადგენლები და ხელი შეუშალონ ეგზიტპოლის  დათვლაში. ჯერ ერთი გაყალბებას სისტემა ეგრევე აგდებს თუ სპეციალურად იქნა ხალხი მიყვანილი და გადახრა იქნა და ამას გარდა, კითხვას ვუსვამ თამარ ჟვანიას, ჩვენც კი არ ვიცით რა უბნებზე ტარდება ეგზიტპოლები, იმიტომ რომ გასაიდუმლოებული ინფორმაციაა და იცის მხოლოდ ცესკომ იმიტომ რომ მათთან შეთანხმება იყო საჭირო. საიდან იცის “ქართულმა ოცნებამ” რა უბნებზე ტარდება ეგზიტპოლები, რატომ იცის ეს,“-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისი თქმით ხელისუფლება ემზადება არჩევნების გასაყალბებლად. ის მოუწოდებს ოპოზიციის წარმომადგენლებს და ასევე სადამკვირვებლო მისიებს განსაკუთრებით ყურადღებით იყვნენ 05:00-დან 08:00 საათამდე. ნიკა გვარამიას განცხადებით, სწორედ ამ დროისთვის შეეცდება ხელისუფლება შედეგების გაყალბებას.

„ჩვენ არ მოგცემთ ეგზიტპოლების გაყალბების საშუალებას, არც არჩევნების გაყალბების საშუალებას. ხედავთ როგორ მუშაობს კურიერი. მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, ყველა დამკვირვებელს, რომ არ მისცენ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა, ეს იგეგმება 05:00-დან 08:00 საათამდე. განსაკუთრებით ყურადღებით იყონ ამ დროს,“-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

იტვირთბა....