საგარეჯოს მე-11 ოლქის 45-ე საარჩევნო უბანზე, საარჩევნო მაგიდებზე გაშლილი იყო სუფრა. ამის შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებათა ცენტრის ავრცელებს.
ორგანიზაციის დამკვირვებლები იუწყებიან, რომ კენჭისყრის მიმდინარეობისას საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები სადილობდნენ.
მათივე ცნობით, კომისიის წევრებმა დამკვირვებლის გამოჩენისთანავე სუფრას მუყაოს ყუთი დააფარეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.