არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოპოზიციის წარმომადგენელმა ზუგდიდში, საარჩევნო უბნებთან სალომე ზურაბიშვილის პლაკატები ჩამოხსნეს

ზუგდიდში სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პლაკატები უშუალოდ საარჩევნო უბნების შესასვლელებთან, ღობეებზეა გაკრული. ფაქტი „კურიერის“ გადამღებმა ჯგუფმა დააფიქსირა.

ასევე, საკმაოდ ბევრ საარჩევნო უბანთან სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო მაისურებში გამოწყობილი კოორდინატორები იმყოფებიან.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი მურთაზ ზოდელავა იმ საარჩევნო უბნებზე მივიდა, სადაც მსგავსი შემთხვევები ფიქსირდება. მან სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო პლაკატები საკუთარი ხელით ჩამოხია. გარდა ამისა, ერთ-ერთ უბანზე პოსტერების ჩამოხევის დროს, მას გარკვეული სიტყვიერი შელაპარაკებაც მოუვიდა ზუგდიდის საკრებულოს ერთ-ერთ დეპუტატთან „ქართული ოცნებიდან.“

მურთაზ ზოდელავა აცხადებს, რომ ეს კანონდარღვევაა და მას აუცილებლად გაასაჩივრებს.

ჩვენ, როგორც აკრძალულ ატრიბუტიკას, ამას ჩამოვხსნით. სარჩელი უნდა დაიწეროს ამაზე, დავწერთ კიდეც,“ – აღნიშნა მურთაზ ზოდელავამ.

#67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მირანდა მესხი,  აცხადებს, რომ ისინი მხოლოდ კენჭისყრის ოთახს აკრონტროლებენ, სადაც აგიტაცია და პროპაგანდა აკრძალულია, თუმცა საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრის კონტროლი მათ უფლებამოვალეობაში არ შედის.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.

იტვირთბა....