მომღერალი თეონა კონტრიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ “რუსთავი 2-ის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის მცდარი და ფხაკაძის ქუჩაზე ნაჩვენები სახლი არის მისი და არა პარლამენტარ გია ჟორჟოლიანის.
“ამჟამად ვიმყოფები კახეთში , კონცერტი მქონდა და ტრადიციულად ჩავრთე გრიმის კეთების დროს ტელევიზორი . რას ვხედავ : შუქდება პარლამენტარ გია ჟორჟოლიანის “ ოლიგარქული “ სამფლობელო ფხაკაძის ქუჩაზე ( უკვე ალექსანდრე იოსელიანზე). სასაცილოა სატირალი რომ არ იყვეს და რომ არ ეხებოდეს ჩემი უახლოვესი მეგობრის ყველაზე სპეტაკ და პატიოსან მამას … სახლი ფხაკაძის ქუჩაზე არის ჩემი ! რაზე აღარ მიდის მედია არჩევნების წინ ….. გია ჟორჟოლიანთან მიბრძანდით პეკინის ქუჩაზე და ნახეთ მილიონი გზის პარლამენტარი რა პირობებში ცხოვრობს და როგორი შორს არის ფუფუნებიდან მისი ყოფა…. უხერხულია, უბრალოდ, ამხელა ცილისწამება….”, – წერს კონტრიძე სოციალურ ქსელში.