ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

ნოზაძე – “რუსთავი 2-ის” გადაცემაში ფული მოვიგე, დამირეკეს და მითხრეს – ზურაბიშვილმა გადაგიხადოსო

მომღერალი ირაკლი ნოზაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ “რუსთავი 2-ის” გადაცემაში თანხა მოიგო, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კლიპში გამოჩენისთანავე დაურეკეს და უთხრეს, რომ ფული ზურაბიშვილს გადაეხადა.

“როგორც ჩანს ნიკა გვარამიამ კარგად დამიმახსოვრა! კიდევ ერთი ამბავი სად არის სიმართლე, ევროპა, დემოკრატია…ცოტა ხნის წინ “რუსთავი 2”- ის პროექტ ფარულ კონვერტში 5 900 ლარი მოვიგე, გადაცემა რამდენიმე დღეში ეთერში უნდა გასულიყო. როცა დავინტერესდი და დავრეკე, მითხრეს მომავალ ორშაბათს გავაო. მერე არჩევნებია და ეთერში არ გადისო.

სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კლიპში გამოჩენისთანავე დამიკავშირდა გადაცემის ერთ-ერთი პროდუსერი (ეკა) და მითხრა – ფული სალომემ გადაგიხადოსო! ამას ვამბობდი, სწორედ ეს არის სწორი საქციელი, ევროპაც და მათი თვალით დანახული დემოკრატიაც. მიუხედავად იმისა, რომ ვმეგობრობ ამ გადაცემის პროდიუსერებთან და ვაფასებ მათ ნიჭიერებას და მეგობრობას, მაინც ძალიან მეწყინა.

ბევრი ფული ნამდვილად არ მაქვს, თუმცა რახან ასეა, მირჩევნია ეს 5 900 ლარი “რუსთავი 2″- ელებმა გაინაწილონ!”, – წერს ირაკლი ნოზაძე.

 

იტვირთბა....