aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ივანიშვილი – სარალიძე რუსთაველზე “ნაციონალებს” ადგილს უნახავს, შეიძლება შვილის მკვლელობა ასე პოლიტიკაში გადავიტანოთ?

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას დღეს ზაზა სარალიძის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.

როგორც ჟურნალისტის ვახო ხუზმიაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სარალიძე რუსთაველზე “ნაციონალებს” უნახავს ადგილს და არ შეიძლება შვილის სიკვდილის პოლიტიკაში გადატანა.

“მე არ ვიცი დღეს რა მოხდა, მაგრამ თუ განვიხილავთ ზაზა სარალიძის შემთხვევას და იმ უდიდეს ტრაგედიას, რომელიც მოხდა საქართველოში, გეტყვით, რომ მე ვერ ვხედავ, რომ ხელისუფლება მოიქცა არაადეკვატურად. ჯერ ყველაფერი პირიქით იხატება. ძალიან ვწუხვართ იმ ტრაგედიის გამო, რომელიც მოხდა, მაგრამ ბატონ ზაზას ვთხოვდი, კეთილი ინებოს, ასე არ შეიძლება პოლიტიზირება. ის, რომ ადგილს უნახავს „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს ხომ ყველამ ვიცით. ის კარავი რისთვის დგას ხომ ვიცით. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ამ საქმეზე, მთავარი პროკურორი გადადგა, თუმცა ამის აუცილებლობა საერთოდ არ იყო. მე ვთხოვდი ბატონ ზაზას, რომ ხელს ნუ შეუშლის სასამართლოს, არ არის ეს ზეწოლა ნორმალური, არ იმსახურებს დღევანდელი ხელისუფლება ამას, რაც ხდება. არ არის საჭირო ქუჩა. დაველოდოთ ჯერ კიდევ ყველაფერს, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, სამართალი გრძელდება, არ დასრულება სასამართლო. არც ერთი პრეცედენტი არაა, რომ სასამართლოში კორუფციაა.

ამ საქმეს ადარებენ გირგვლიანს, არ არის ეს უზნეობა? იქ გირგვლიანი ხელისუფლებამ მოკლა. მე კიდევ ერთხელ ვუთანაგრძნობ ბატონ ზაზას, მაგრამ ასე არ შეიძლება. განა კარგად არ ვიცით, რომ ეს პოლიტიზირებულია „ნაციონალებისგან“? შეიძლება შვილის მკვლელობა ასე პოლიტიკაში გადავიტანოთ? რად უნდა იქ კარავი რომ ააგო. სამდღიანი მიტინგი ჰქონდათ დაგეგმილი, მაგრამ გადადეს. კარგად იმუშავეს სამართალდამცველებმა. ზაზა სარალიძე უნდა ყოფილიყო მთავარი იქ. რატომ დაგეგმეს სამდღიანი მიტინგი, ტყუილად? სამართალდამცველებმა მოახერხეს იქ რაღაც პრევენცია გაუკეთეს და გადაიდო პროცესი. აი, რატომ დგას რუსთაველზე?”, – განაცხადა ივანიშვილმა.

იტვირთბა....