ახალი ამბები მთავარი ციტატა

ივანიშვილი: “ეკა გიგაური მოუკრეფავში გადავიდა”

„რამდენჯერმე მინიშნებებით ვაჩვენე ეკა გიგაურს, რომ კარგი იქნება თუ გავა სამოქალაქო სექტორიდან, რამეთუ ძალიან ცუდ სამსახურს უწევს სამოქალაქო საზოგადოებას, მისი იქ ყოფნით.
მე მისი სიცრუეც ბევრჯერ გამომიტანია, მაგრამ დღეს უფრო კარდინალურია. ის არა მარტო ცდილობს, რომ შიგნით და გარეთ დააზიანოს ქვეყანა, ახლა, საერთოდ, მოუკრეფავში გადავიდა – თითქოს ამერიკის ელჩს აღარ ნიშნავს ივანიშვილი…
ეკა გიგაური ჟიჟილაშვილთან მივიდა, დაალაგეს… ახლა გასაგებია. ჟიჟილაშვილიც ვითომ განიცდის. ამაზე პასუხის გაცემის მცდელობაც არ მექნება. შედით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე, იქ ჩანს, რამდენი ელჩი დანიშნეს და სად არის ვაკანსია, ამის იქით როგორ წარმოგიდგენიათ ეს ყველაფერი?
ეკა გიგაურს სურს, ამ ყველაფერში შემოვიდეს და კითხვებს აარიდოს თავი, უნდ ამ მინდორზე გადაგვიყვანოს.
კიდევ ერთხელ შევახსენებ ეკა გიგაურს, სამი წელიწადია სასამართლოში არ ცხადდება. მისსავე დაწერილ საჩივარზე… უჩივლა ხაინდრავას, თითქოს არასწორია, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ გიგაურმა სპეცრაზმელებს პრემია გამოუწერა. ის მაშინ სასაზღვრო პოლიტიკის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი იყო, დარბევის შემდეგ 14-15 ნოემბერს 190 სპეცრაზმელს 1300, 1500, 1700 ლარი გამოუწერა პრემია, მაშინ ეს დიდი ფული იყო. 21 ნოემბერს, ვადაზე ადრე იღებს კაპიტნის წოდებას, ისე მიანიჭა ეს წოდება მერაბიშვილმა, რომ ჯერ ლეიტენანტიც არ იყო.
ეს თქვა ხაინდრავამ და ამის გამო უჩივლა გიგაურმა, თუმცა უკვე მერამდენე პროცესზე არ ცხადდება, იმიტომ რომ იცის სიმართლეა. თუ ეს მართლა მოხდა, რა უფლება აქვს იყოს სამოქალაქო სექტორში”?-ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.

იტვირთბა....