ახალი ამბები მთავარი სამართალი

ზაზა სარალიძის დაკავების ფაქტს მისი ადვოკატი ადასტურებს

ზაზა სარალიძის ოჯახის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე პარლამენტთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ, სარალიძის დაკავების ფაქტს ადასტურებს.
როგორც ლონდარიძემ “მეტრონომს” განუცხადა, მომხდარის დეტალები მისთვისაც უცნობია.
“საქმის გარემოებები არ ვიცი, ახლა მივდივარ მასთან შესახვედრად და შემდეგ მეცოდინება ყველაფერი, – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან გაშლილ ლოგინებზე ბანერის გადაფარება სცადა, თუმცა ამის უფლება სამართალდამცავებმა არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
ის სამართალდამცავებმა წაიყვანეს, თუმცა ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

მომხდარის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა..

ზაზა სარალიძე უკვე რამდენიმე კვირაა პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავს.

იტვირთბა....