ახალი ამბები მთავარი ციტატა

ივანიშვილი – ლევან ყიფიანზე ძალიან გაბრაზებული ვარ, როგორ იყო ეს კაცი მინისტრი

“ლევან ყიფიანზე ძალიან გაბრაზებული ვარ, როგორ იყო ეს კაცი მინისტრი. ჩემი დანიშნულია. ვთქვა, რომ ცუდად ასრულებდა მოვალეობას, ვერ ვიტყვი და ამის მაგალითებიც არ არსებობს, მაგრამ ის განცხადებები, რასაც აკეთებს, თუნდაც პროკურატურაში, ისეთივე სანდოობას იწვევს ჩემში, როგორც „ომეგასთან“ დაკავშირებული ჩანაწერები. 

უაღრესად გაღიაზიანებული და გაბრაზებული ვარ ყიფიანზე, რას აკეთებს, რას ყვება, რას ლაპარაკობს ან ამ ინტერვიუში, რაც აბსოლუტურად არ არის შესატყვისობაში რეალობასთან. ყიფიანს არ ჰქონდა იმის საშუალება, რომ ჩემთან ევლო ან ფარცხალაძეს და მაგათი ჩხუბები მე მერჩია? როგორც წარმოგიდგენიათ ახლა, რომ ვიღაც რაღაც ბიზნესში რაღაცაზე წაეკიდნენ, მორბიან ჩემთან და ეს საქმეები ვარჩიო. ეს მხოლოდ “რუსთავი 2-ს” ჯერა”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

იტვირთბა....