ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის შესახებ და ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ პირდაპირი პარალელის გავლება ფარცხალაძესა და კეზერაშვილს შორის რთულია.
“ფარცხალაძე 5 წელია წავიდა ხელისუფლებიდან და წავიდა თავისი სურვილით. გადადგა, როცა გაჩნდა ეჭვები მის წარსულთან. 5 წელიწადია ცდილობს, ბიზნესი აკეთოს. რა თქმა უნდა, კითხვები, რომ ის თანამდებობის პირი იყო და წავიდა და ბიზნესს აკეთებს, ლეგიტიმურია.
მათ შორის მეც ვალდებულება მაქვს, რომ გიპასუხოთ ამ კითხვებზე. მოვხსნათ ამ ფარცხალაძეს დამახინჯებული ბრალდებები, რომლის გაზვიადებასაც ცდილობს ოპოზიცია. აუდიტის სამსახურის უფროსის საქმე, ისიც არანაკლებად აგრესიულად იქცეოდა, იყო მთვრალი და ეს საქმე ამ დრომდე გარჩეული არ არის”, – აღნიშნა ივანიშვილმა.
კითხვაზე იყო თუ არა სარწმუნო მისთვის ადვოკატის დასაბუთება ფარცხალაძის შემოსავლებზე ივანიშვილმა უპასუხა, რომ არ იყო სარწმუნო:
„არ იყო სარწმუნო, რომ ეს ფული აქედან გააკეთა, ეს ჩემთვისაც არ იყო სარწმუნო. შვილებს გეფიცებით, ამაზე მეტი არ ვიცი ამ თემიდან. რასაც ეცადა ადვოკატი ფინანსებზე, გეთანხმებით, კითხვებს ტოვებს”, – თქვა ივანიშვილმა.