პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 2011 წლის მოვლენები გაიხსენა და განაცხადა, რომ ყველაფერი მისი მენეჯმენტის წყალობით დალაგდა.
ივანიშვილის განცხადებით, ირაკლი ალასანიამ ბორჯომში 18 კაცის მეტი ვერ გამოიყვანა.
“როდესაც 2011 წელს პოლიტიკაში მოვდიოდი, აქედანაც მოგიყვანთ მაგალითებს. ის არ მომხდარა შემთხვევით, როდესაც ეს აგრესიული ძალა, რომელიც ყველაფერზე წამსვლელი იყო. ნაბიჯ-ნაბიჯ სწორი მენეჯმენტით როგორ დავალაგეთ და რა თქმა უნდა, ლომის წვლილი ჩემია. აქ მთავარი ფული არ იყო და ამის მაგალითსაც მოვიყვან. მაშნდელი გამოცდილი პოლიტიკოსებისთვის რომ დამეჯერებინა, შეიძლება, სხვა ვითარება მიგვეღო. სიმღერით გავიყვანეთ რომ იტყვიან, გაიხსენეთ ჩვენი დიდი მიტინგები.
გაიხსენეთ თუ იყო ადრე მსგავსი პრეცენდენტები. 13 კაცი ვერ გამოიყვანა ალასანიამ ბორჯომში, ხუხაშვილი მაწვებოდა “დრაივი” აქვს “გრეჩიხები” გამოვიყვანოთო. ძალიან ცუდ დღეში ვიყავი, მათთვის მე ავტორიტეტი არ ვიყავი. რამდენიმე თვე ძლივს გადავატანინე და გადავიყვანე ჩემს რელსებზე. ირაკლი ალასანიას ვკითხე, სად ქონდა ყველაზე მეტი გავლენა და მხარდაჭერაო – აი, ბორჯომში გამიშვი და ნახე რა გავაკეთოო. წახვალ, მაგრამ ჩემ ორ კაცს გამოგაყოლებ, რომ რეალობა დაინახონო. 5 კაცი ვერ გამოიყვანეს. რომ დაღამდა 18-კაცამდე შეგროვდა. აი, ასეთი სიტუაცია იყო მაშინ და მენეჯმენტით დავალაგე”, – განაცხადა ივანიშვილმა.