ახალი ამბები მთავარი სამართალი

ივანიშვილი – თანაბარ პირობებში ფარცხალაძეს რატომ დავუჭერდი მხარს, როდესაც დავით ყიფიანი იყო ჩემი კუმირი

ჟურნალისტებთან შეხვედრისას პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მას ყოფილ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესა და სპორტის ყოფილ მინისტრ ყიფიანს შორის საქმე არ გაურჩევია.

“მე არ ვიცი რა მოხდა რეალურად ფარცხალაძესა და ყიფიანს შორის, დავიფიცებ ვისთანაც და როგორც გინდათ. არც საქმე გამირჩევია ან როგორ უნდა გამერჩია. თან თანაბარ პირობებში ფარცხალაძეს რატომ დავუჭერდი მხარს, როდესაც დავით ყიფიანი იყო ჩემი კუმირი. მთელი ჩემი თაობა, ისევე როგორც მე, შეყვარებული იყო დავით ყიფიანსა და თბილისის “დინამოზე”. თითონ ის საქმე, რომ რეკეტი მიდის და მე საქმეებს ვარჩევ – არაფერი ამის მსგავსი არ ყოფილა. გაუპატიურებას ცდილობენო, ეს არც ჩანაწერებშია და არც ყიფიანის მიერ პროკურატურასთვის მიცემულ ჩვენებებში”, – განაცხადა ივანიშვილმა.

შეგახსნებთ, რომ “რუსთავი 2-ის” მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებში  ფარცხალაძემ სარდაფში ჩაიყვანა ყიფიანი და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შემდეგ კი საქმეში ბესო მაღრაძე და ბიზნესმენი ჩაერივნენ და ისინი ბიძინა ივანიშვილთან შეარიგეს.

იტვირთბა....