ჟურნალისტბთან შეხვედრაზე პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა რამოდენიმე დღის წინ ჟურნალისტებთან ჩაწერილი ინტერვიუ გაიხსენა და განაცხადა, რომ “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტს ეკა კვესიტაძეს სურდა იმ ინტერვიუს ჩაშლა.
“ინტერვიუს დროს ეკა კვესიტაძე, რომელსაც დიანა ტრაპაიძეც ეხმარებოდა, თუმცა, გეტყვით, რომ თავშივე ვიცოდი მათი კომუნიკაცია და მაქსიმალურად ვეცადე, დამეშორებინა. მე მოვახერხე და ისენი ჩავწიე, თორემ კესიტაძისგან ინტერვიუს ჩაგდების მცდელობა იყო. საუბარს არც მე და არც კოლეგებს არ აცდიდა. რაზეც რამდენჯერმე კოლეგებსაც ვთხოვე დახმარება.
კვესიტაძე ძალიან უკულტუროდ მოიქცა. ასეთი არ უნდა იყოს ჟურნალისტი და მისი საქციელი იყო სირცხვილი. მათ ეშინიათ სიმართლის. მათ მძევლად ყავთ მაყურებლის ნაწილი და სურთ დააჯერონ, რომ ქვეყანაში აპოკალიფსია, ხდება რეკეტი, რაზეც ჩანაწერებსაც იშველიებენ. მაქსიმალურად მცდელობა იყო, რომ ხალხს ჩემი პასუხები არ მოესმინა. გამოჩნდა, რომ შეკითხვები არ ქონდათ”, – აცხადებს ივანიშვილი.