გორში, 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. ის 33 წლისაა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კახა საბანაძე ავრცელებს. მისი თქმით, რამდენიმე საეჭვო ბინაში ჩატარდა ჩხრეკა და აღმოჩენილია სისხლის კვალი, რომელიც ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.
“ცხელ კვალზე გატარებული ღონისძიებების შედეგად დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირი, ინიციალებით ი.ნ. ჩატარებული ღონისძებების შედეგად, იმ მარშრუტის დადგენის საფუძველზე, რომლითაც სისტემატურად გადაადგილდებოდა გარდაცვლილი ბავშვი, დეტალურად იქნა შესწავლილი ყველა ბინა, სადაც აღმოჩენილი იქნა საეჭვო სისხლის კვალი, რაზეც დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა. გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ზემოთხსენებული მტკიცებულებების საფუძველზე, ასევე სხვა მტკიცებულებების საფუძველზე ი.ნ. დაკავებულია“, – განაცხადა საბანაძემ.
შეგახსენებთ, 9 წლის ბავშვი, რომელსაც გორში ოჯახი დილიდან ეძებდა, მოკლული იპოვეს. ცხედარი გორის რაიონული სასამართლოს ეზოშია ნაპოვნი. ნანა ბერიაშვილი სახლიდან დღის პირველ ნახევარში, ცეკვაზე წავიდა და ამის შემდეგ მისი კვალი გაქრა.