ახალი ამბები მთავარი სამართალი

თურქეთში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, “ლავას ოღლი” დააკავეს

თურქეთის ქალაქ ტრაპზონში ქართველი „კანონიერი ქურდი“ მინდია გორაძე დააკავეს, რომელიც კრიმინალურ სამყაროში „ლავას ოღლის“ სახელით არის ცნობილი. ინფორმაციას “პრაიმ ტაიმი” ავრცელებს.

“ლავას ოღლის“ დაკავება ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ „ე.წ. კანონიერი ქურდი ორმხრივი თნამშრომლობის შედეგად არის დაკავებული“.

 36 წლის მინდია გორაძე ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა, თუმცა მედიაში ხშირად ვრცელდებოდა ფოტო და ვიდეო მტკიცებულებები, რომელიც მის თურქეთის ტერიტორიაზე ყოფნას ადასტურებდა.

 საქართველოში მას ცოტა ხნის წინ დაუსწრებლად 12 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

 

იტვირთბა....