საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და მისი ბიძის თემურ ალასანიას სავარაუდო ფარულ აუდიოჩანაწერს სოციალურ ქსელში თავად თემურ ალასანია ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ჩანაწერი ფაბრიკაციაა.
“ჩემსა და პრეზიდენტს შორის ვითომ შემდგარი სატელეფონო საუბარი, რომელიც სამთავრობო “მხილებების” ბოლო ჰიტად უნდა იქცეს, წარმოადგენს სრულ ფაბრიკაციას და არ გამოიწვევს არავითარ ვნებათა ღელვას. შემოვიფარგლები მარტო ორი კომენტარით.
ამათ ან ჩვენ ვგონივართ სრული იმბეცილები, რომ ასეთ თემებზე ვისაუბროთ, ან ქართველი ხალხი, რომელმაც ეს უნდა უპირობოდ გადაყლაპოს. ეს არც ჩემი საუბრის სტილია, განსაკუთრებით გინება და არც ჩემი ხმა. მკვლელობებს საერთოდ არ ვუკვეთავ და მით უმეტეს ტელეფონით. და მეორე. ეტყობა ძალიან გაუჭირდათ და დამარცხება მათთვის გარდაუვლია. საიდან ვიცი? იქიდან, რომ ოჯახის წევრებზე ქმნიან კომპრომატს“, – წერს თემურ ალასანია.
ჩანაწერს გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ასევე უარყო ჩანაწერის ავთენტურობა.