უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებულ სააკაშვილი-ალასანიას სავარაუდო აუდიოჩანაწერს “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გამოეხმაურა. მისი თქმით, გავრცელებული აუდიოჩანაწერი სრული ბოდვაა.
“მონტაჟს+სხვადასხვა (უკვე გამოქვეყნებული საუბრების) კომპილაცია+სინთეზური ხმა (რასაც ვამბობდი) = სუსის საცოდაობას და ქართული ოცნების ფარჩაკობას. ვაი თქვენ პატრონს, ის მაინც გაგერკვიათ, ვიცნობ თუ არა საერთოდ თემურ ალასანიას ან მე ან ეკა კვესიტაძე”. – წერს გვარამია სოციალურ ქსელში, რომელსაც მოგვიანებით, თავად მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, რამდენიმე ხნის წინ სააკაშვილისა და მისი ბიძის თემურ ალასანიას სავარაუდო აუდიოჩანაწერი გამოქვეყნდა, სადაც ქართველი ხალხი აუგადაა მოხსენიებული და საუბარია ბიძინა ივანიშვილის შესაძლო ლიკვიდაციაზე.