მეგობრებო, რამდენიმე დღეში დასრულდება საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია და საფუძველი ჩაეყრება ახალ კონსტიტუციურ ტრადიციას – სისტემას, სადაც პრეზიდენტი არის ზეპარტიული თანამდებობის პირი, ხიდი საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. ამ საპრეზიდენტო კამპანიას ჩვენ პირობითად შეიძლება ვუწოდოთ – „სუსტი კაცები ძლიერი ქალის წინააღმდეგ“.
ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველთან შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა.