ჟურნალის ელისო კილაძის პირად კომპიუტერზე კიბერ თავდასხმა განხორცელდა.
როგორც ელისო კილაძემ “მეტრონიომთან” საუბრისას განაცხადა, მისი ოფისის ტექნიკა არის კატასტროფულ მდგომარეობაში, რადგან ეძებენ ივანიშვილისა და ოქუაშვილის ვიდეოს.
“ჩემს ოფისში კომპიუტერული ტექნიკა არის კატასტროფულ მდგომარეობაში, ჩათვალეთ რომ მე ლეპტოპი დამიწვეს და საერთოდ აღარ მაქვს. არც ვინდოუსის გადაყენებამ უშველა. ბუნებრივია არცერთი მასალა რომელსაც ისინი ეძებენ, კონკრეტულად კი ივანიშვილისა და ოქუაშვილის ვიდეოს, ლეპტოპში არ ინახება. ტყუილად წვალობენ.
ვიდეო არსებობს თუ არა უნდა კითხოთ ფიგურანტ მხარეებს და ჩვენთან რატომ ეძებენ გასაგებია” – განაცხაა ელისო კილაძემ “მეტრონომთან” საუბრისას.