არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„სასაცილოა, ვიღაცამ რევანშისტობა დამაბრალოს” – გრიგოლ ვაშაძე

„სასაცილოა, ვიღაცამ რევანშისტობა დამაბრალოს, რადგან მთელი ჩემი განვლილი გზა კომპრომისის ძებნა არის და ეს ჩემი პროფესიის შემადგენელი ნაწილია”- ამის შესახებ პირველი არხის გადაცემა “არჩევნების 2018”-ში პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

“აქედან გამომდინარეობს ის, რომ არავითარი კავკასიური შურისძიების გრძნობა ხელისუფლების მიმართ მე არ მამოძრავებს. შეგიძლიათ, აიღოთ ჩემი ინტერვიუები, 2012 წლის 26 ოქტომბრიდან, როდესაც ჩვენ დავტოვეთ კაბინეტები, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. მანტრასავით ვიმეორებდი ერთ ფრაზას – არ მიმიცია ხმა, არ მომწონს, მაგრამ ჩემი ხელისუფლებაც არის და ძალიან გამიხარდება, თუ იქნება რამე მიღწევა. გავიდა ოთხი წელი, რომელიც მოპარეს ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს და მთლიანად საქართველოს. დადგა მოქმედების დრო. როგორც ეს წამზომი მუშაობს, ისე მუშაობს, ოღონდ ორმაგი სისწრაფით საქართველოს წამზომი და სასწრაფოდ შველა სჭირდება“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარეობს პრეზიდენტობის სამ კანდიდატს შორის დებატები. ესენი არიან,  – გრიგოლ ვაშაძე “ნაციონალური მოძრაობიდან”, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს “ქართული ოცნება” უჭერს და დავით ბაქრაძე “ევროპული საქართველოდან”.

იტვირთბა....