სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებული სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსი გია თვალავაძე სასამართლო დარბაზიდან გირაოთი გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, რომ სუს-მა ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე დააკავა. ასევე დააკავეს უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს 5 მოქალაქე.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 ნოემბერს არის ჩანიშნული.