თბილისის №202-ე უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონი დირექტორმა თანამდებობა დატოვა – პირველი ნომბრიდან სკოლას ახალი დირექოტი ეყოლება. მოქმედმა დირექტორმა აღნიშნული გადაწყვეტილება სახალხოდამცველის მიერ მომზადებული ანგარიშის შემდეგ მიიღო.
როგორც პირველ არხს განათლების სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსმა ეკა დგებუაძემ განუცხადა, სახალხო დამცველის ანგარიშს ნაწილობრივ ეთანხმება, თუმცა ასევე აცხადებს, რომ სკოლის ერთჯერადი, ორსაათიანი შემოწმება საკმარისი არ არის სრულყოფილი დასკვნის მოსამზადებლად.
სამინისტრო, კვებასთან დაკავშირებით, ანგარიშის შინაარსს არ ეთანხმება, რადგან სკოლაში მენიუ განახლდა და მოსწავლეები დაბალანსებულ კვებაზე გადავიდნენ.
რაც შეეხება ფიზიკურ და ვიზუალურ კონტროლთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ გამოთქმულ შენიშვს, დგებუაძემ აღნიშნა, რომ ამ მხრივ შესაძლო დარღვევებს სამინისტრო თავად სწავლობს.
შეგახსენებთ, სახალხო დამცველის ანგარიში სკოლაში არსებული პირობების შესახებ, გუშინ გამოქვეყნდა.