აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გუშინ ვნახეთ ფარცხალაძის ადვოკატი, ჟურნალისტების მასწავლებელი და სიტყვის ბანზე აგდების ოსტატი”

„შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეაფასა.

როგორც უსუფაშილმა განაცხადა, ივანიშვილი პრობლემების მოგვარებას მათი მიჩქმალვით ცდილობს

გუშინ ჩვენ ვნახეთ ფარცხალაძის ადვოკატი, „რუსთავი 2“-ის პროკურორი, ჟურნალისტების მასწავლებელი, სიტყვის ბანზე აგდების ოსტატი, მაგრამ ვერ ვნახეთ დემოკრატიული ქვეყნის ლიდერი, რომელიც პოზიტიური ენერგიებით აავსებდა საზოგადოებას.

ჩვენ მოვისმინეთ დაპირება, რომ იგი ერთ წელიწადში შეძლებს იმის გაკეთებას, რაც ვერ შეძლო შვიდი წლის განმავლობაში – მმართველ პარტიად წოდებული „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო კონგლომერატი ოდნავ მაინც დამსგავსებოდა პოლიტიკურ ორგანიზაციას. მაგრამ, რა გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რა გაუმჯობესდა ქვეყნის მმართველობაში უკვე განვლილი ნახევარი წლის განმავლობაში, რაც ივანიშვილი დაბრუნდა პარტიის მმართველობაში – არაფერი. გუშინ ისიც დავინახეთ, რომ ივანიშვილისთვის პრაგმატულ-პოლიტიკრად ნაცმოძრაობა „რუსთავი 2“-ს გაცილებით დიდი ფასი და სარგებელი აქვს, ვიდრე საკუთარ სახელისუფლებო გუნდს და ტელევიზიებს

შექმნილ ვითარებაში გამოსავალი სხვებმა უნდა ვიპოვოთ და ხელისუფლება იძულება-დარწმუნების გზით უნდა დავითანხმოთ 2019 წლის ოქტომბერში პროპორციული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე. ამისთვის კი უდიდესი მნიშვნელობა ექნება 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ქოც-ნაცური მოჯადოებული წრის გარღვევას“– განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძნა ივანიშვილმა, სამი არხის („TV პირველის“, „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“) სამ ჟურნალისტს (ეკა კვესიტაძე, დიანა ტრაპაიძე, ირაკლიჩხაიძე) შეხვდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

იტვირთბა....