ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ფაქისო მოჩოჩოკო: “აგვისტოს ომის გამოძიება თავისუფალია წინასაარჩვნო პოლიტიკური გავლენებისგან”

აგვისტოს ომის გამოძიება თავისუფალია საქართველოში მიმდინარე წინასაარჩვნო პოლიტიკური ჩართულობისა და გავლენებისგან”, – ამის შესახებ ჰააგის სისხლის სასამართლოს საპროკურორო ოფისის წარმომადგენელმა ფაქისო მოჩოჩოკომ განაცხადა. მისი შეფასებით, რაც საქართველოში ხდება პოლიტიკურად, მხოლოდ ხალხის საქმეა.

ჩვენი გამოძიების პროცესზე არაფერი მოახდენს გავლენას, რადგან გამოძიება ობიექტური უნდა იყოს და მხოლოდ ფაქტებსა და კანონებს ეყრდნობოდეს. პროცესი თავისუფალი იქნება პოლიტიკური ჩართულობისა და გავლენებისგან, რაც შესაძლოა საარჩევნოდ საქართველოში მიმდინარეობს. მტკიცებულებები, რასაც მოვიპოვებთ, იმაზეა გათვლილი, რომ კონკრეტული პირების ბრალეულობა გამოკვეთოს და არა იმაზე, თუ ვინ დაიწყო ომი ან ვინ რას აკეთებდა ომში. ჩვენი საქმე ინდივიდუალურ კრიმინალურ პასუხისმგებლობას ეხება, ამიტომ ვეძებთ ფაქტებსა და მტკიცებულებებს კონკრეტულ ინდივიდებზე, პოლიტიკური განცხადებები არაა რელევანტური ჩვენი მიზნებისთვის“, – განაცხადა ფაქისო მოჩოჩოკომ პირველი არხის კითხვის(წინასაარჩევნოდ პრეზიდენტობის კანდიდატების მხრიდან 2008 წლის ომის თემაზე ურთიერთბრალდებები და დაპირისპირებები იქონიებს თუ არა გამოძიების პროცესზე გავლენას ან იქნება თუ არა მასალებზე თანდართული) საპასუხოდ.

 

იტვირთბა....