ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ამერიკელმა მეცნიერებმა სიგარეტზე დამოკიდებულების საწინააღმდეგო წამალი შექმნეს

აშშ–ს სკრიპასის ინსტიტუტის მეცნიერებმა ნიკოტინზე დამოკიდებულების საწინააღმდეგო  პრეპარატი შექმნეს, რომელიც ლაბორატორიულ თაგვებზე გამოცადეს.

სპეციალური ფერმენტი  NicA2-J1 მღრღნელის სისხლში შეყავდათ, შედეგად ნიკოტინი ტვინში მოხვედრამდე იშლებოდა. პრეპარატის გამოყენების წყალობით  ე.წ. უარის სინდრომი აღარ ვითარდება, რომელიც მწეველებს  მავნე ჩვევასთან ბრძოლაში უშლის ხელს.

ეს ძალზე საინტერესო მიდგომაა, რადგან ნიკოტინზე დამოკიდებულებას აქვეითებს და არ იწვევს მასთან დაკავშირებულ  დანარჩენ მძიმე სიმპტომებს. ნივთიერება სისხლის მიმოქცევის სიტემაში მოქმედებს და არა ტვინში, ამიტომ მისი გვერდითი ეფექტები მინიმალური უნდა იყოს.“ – აღნიშნა კვლევის ერთერთმა ავტორმა ოლივიე ჯორჯმა (Olivier George).

ფერმენტი NicA2-J1 წარმოადგენს ბუნებრივი ფერმენტის გაუმჯობესებულ ვერსიას, რომელსაც ბაქტერია Pseudomonas putida წარმოქმნის.

Premiumi.ge

 

 

იტვირთბა....