არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს არის პროვოკაცია და სიცრუე”: სატრანსპორტო კომპანია გაერთიანებულ ოპოზიციას პასუხობს

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ეხმიანება გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბში, ლევან ხაბეიშვილის მიერ გამართულ ბრიფინგს, სადაც სატელეფონო ჩანაწერები წარმოადგინეს.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ საჯარო მოსამსახურეებზე, კერძოდ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებზე ზეწოლას ახორციელებს და სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას აიძულებს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის მიზანმიმართული პროვოკაცია და სრული სიცრუე. სატრანსპორტო კომპანიის ყველა თანამშრომელს აქვს კანონით გარანტირებული თავისუფლება, გააკეთოს საკუთარი არჩევანი და ამაში ვერავინ ჩაერევა. მსგავსი მითითება კომპანიის ხელმძღვანელობის მხრიდან არ გაცემულა.

მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, ნუ ცდილობენ ბოროტად გამოიყენონ კომპანიის თანამშრომლები საკუთარი ამოცანებისთვის და ნუ შეუშლიან ხელს მათ თავიანთი საქმიანობის განხორციელებაში. ესენი  არიან ადამიანები, რომლებიც თავდაუზოგავად ემსახურებიან ქალაქს.

ასევე, მივმართავთ შესაბამის უწყებებს, გამოიძიონ ფაქტი, რადგან პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი და ამ ადამიანთა უფლებები დაირღვა.

იტვირთბა....