aviabiletebi
ახალი ამბები

ესპანეთში, ძიუდოისტ ნიკო შერაზადიშვილის სახელობის ქუჩა გაიხსნა

aviabiletebi
ავიაბილეთები

მადრიდის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქ ბრუნეტეში ძიუდოისტ ნიკო შერაზადიშვილის სახელობის ქუჩა გაიხსნა.

ქართული წარმოშობის ძიუდოისტი ისტორიაში პირველი ესპანელი გახდა, რომელმაც მამაკაცებს შორის მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა და ბრუნეტეს მუნიციპალიტეტმა სწორედ ამის აღსანიშნავად მიაგო პატივი შერაზადიშვილს.

ქალაქის მერმა, ბორხა გუტიერესმა ღონისძიებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

ბრუნეტე ამ ქმედებით ნიკოლოზს მიაგებს პატივს. ჩვენ ვუყურებდით თუ როგორ იზრდებოდა ის კინო რუიზის დოჯოში და როგორ ჩამოყალიბდა დიდებულ სპორტსმენად. ნიკოლოზი სამაგალითოა ყველა ბრუნეტელისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის.“ – განაცხადა ქალაქის მერმა.

იმავე ქალაქში უკვე არსებობს ნიკოს მწვრთნელის, კინო რუისის სახელობის ქუჩა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქუჩის სახელის აღმნიშვნელ დაფაზე შერაზადიშვილის გვარი შემოკლებულია და „ნიკო შერას ქუჩა“ წერია.

 

იტვირთბა....