ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსიდან 51 წლის მამაკაცი გადმოვარდა. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
„ვერ გეტყვით, ზუსტად რა მოხდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, სავარაუდოდ სუიციდის შემთხვევასთან გვაქვს საქმე“ – განაცხადა პირველ არხთან ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრის უფროსის მოადგილემ ბადრი პაქსაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.