ახალი ამბები მთავარი სამართალი

გვარამია – ივანიშვილი მოითხოვდა ისტერიულად 7 ნოემბრის ამბების ისე დასრულებას, “იმედის” დარბევასა და ა.შ.

სხვათა შორის, 7 ნოემბერზე რომ ხშირად ვსაუბრობთ და შეცდომები დაუშვა მაშინ ხელისუფლებამ, სწორედ ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, რომელიც მოითხოვდა ისტერიულად 7 ნოემბრის ამბების ისე დასრულებას, იმედის დარბევას და ასე შემდეგ, – ამის შესახებ “რუსთავი 2-ის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გადაცემა “კვირის აქცენტებში” განაცხადა.

გვარამიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს ყველაზე მეტად სწორედ ბადრი პატარკაციშვილის ეშინოდა.

“არავინ ისე არ ეზიზღებოდა ბიძინა ივანიშვილს, იმაზე მეტად და არავისი ისე არ ეშინოდა, როგორც ბადრის. თუ ვინმე ფულის გადამხდელი იყო ბადრის მკვლელობაში, იყო ბიძინა ივანიშვილი.

მე ვმუშაობდი ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე, პასუხისმგებელი პირი ვიყავი საქართველოს პროკურატურაში. მე ხომ ვიცი ვის ვუგზავნიდით პირველ იმეილებს, რომ დაწყნარდით, ყველაფერი წესრიგშია, ბატონო ბიძინა. ბიძინა ივანიშვილია, რომელიც მოითხოვდა დახვრეტას ბადრისი, მოკვლას, გადაშენებას და ა.შ.“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

იტვირთბა....