ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“წელიწადში 3 მილიარდი დოლარი. სიდან ამდენი ფული”: უტიაშვილი ბახტაძეს პასუხობს

წინა ხელისუფლების დროს, შსს-ს ანალიტიკური სამსახურის უფროსი შოთა უტიაშვილი პრემიერ ბახტაძის ინიციატივას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საქართველოში ელექტრომანქანების დიდი რაოდენობით შემოტანა იგეგმება:

“საქართველოში მინიმუმ 1,5 მილიონი მანქანაა. ელექტრომანქანა ღირს მინიმუმ 20 ათასი დოლარი. მათ ჩანაცვლებას დაჭირდება 30 მილიარდი დოლარი, ანუ წელიწადში 3 მილიარდი დოლარი. სიდან იმდენი ფული, სიდან?”

საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც შემდეგი 10 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი ავტოპარკის 90% ჩანაცვლდება ელექტრომობილებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „მწვანე პოლიტიკა – ეკოტრანსპორტის“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

იტვირთბა....