ახალი ამბები მთავარი სამართალი

“გამლახეს”: ლევან ყიფიანი სარდაფის ეპიზოდს დეტალურად იხსენებს (ვიდეო)

სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი “კურიერის” მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერში სარდაფის ეპიზოდზე საუბრობს და დეტალურად ყვება, როგორ მოუვიდა უთანხმოება ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან.

ლევან ყიფიანი – ფარცხალაძე როა

დავით თოლორდავა – ჰო, ვიცი, ის რომ იყო მინისტრი და მერე რა, რამე ფიზიკური?

ლევან ყიფიანი – ჰო, ფიზიკურად… შევაგინე და მერე ხელი დამარტყა და რაღაცა

დავით თოლორდავა – შეაგინე იმას და იმან ხელი და მერე შენ დაარტყი?

ლევან ყიფიანი — ვეღარ მოვასწარი

დავით თოლორდავა – ნუ ე.ი. იმის ქვეშ მაინც არა ხარ

ლევან ყიფიანი – ხო, მარა შევრიგდით და

დავით თოლორდავა – სარდაფში რა გინდოდა?

ლევან ყიფიანი – რაღაც ოფისი აქვს რა

ზაზა ოქუაშვილი – სპეციალური ოფისია, თუ ჭკვიანად არ მოიქეცი, შენც მოხვდები იქა

დავით თოლორდავა – ა, მოგიტაცეს?

ლევან ყიფიანი  – არა, ჩემი ფეხით მივედი კაცო, ზაზას რაღაცისთვის, ზაზა ვერ მოდის მეთქი-რა

დავით თოლორდავა – და ჩაგსვეს იქა?

ლევან ყიფიანი – ხოდა, რაღაცა ისე მოხდა, მერე მოვიდა რა ის ბიჭი, ძმაკაცი  მაგისი,  მეო არ ვიცოდიო, რაღაცაო, არ დამიჯერაო რაღაც , შემაგინეო რა, შემაგინეო

დავით თოლორდავა – ფარცხალაძემ? მერე კიდევ შეგეგინებინა

ზაზა ოქუაშვილი – მიზეზი გინება ხომ არ იყო იცი….

დავით თოლორდავა – ჰო რა თქმა უნდა, გავიგე, ეს ისე ხუმრობით ვიძახი

ლევან ყიფიანი – მანამდე ზაზასთან ჰქონდა საუბარი, ზაზა მიხვდა რაღაცას და  აიცილა თავიდან,და მერე მე შევასკდი

დავით თოლორდავა – მოიცა, დაგარტყა თუ მერე გაგაკავეს და გაგლახეს

ლევან ყიფიანი – გამლახეს რა

დავით თოლორდავა – გაგაჩერეს, გაგაკავეს? ვა რა ნაგლი ყოფილა ხედავ ფარცხალაძე

ლევან ყიფიანი – რაც იყო ეხლა ჩხუბში, ცემა…

დავით თოლორდავა – რომ გირტყამდა, არ აგინებდი?

ლევან ყიფიანი – ვაგინებდი, მაგინებდა

ზაზა ოქუაშვილი – ეხლა არ გამაგიჟოო, ხო ერთმა თქვა ხო?

დავით თოლორდავა – რაო, რაო?

ზაზა ოქუაშვილი – დავცის წევრმა, გაგიჟდა ეს, ლევანს რეაქცია ჰქონდა და ეხლა ჩვენ არ გაგვაგიჟოო. ცირკი ეგ იყო, პრემიერი ნახა და პრემიერმა გაუკეთა იმას.

ლევან ყიფიანი – პრემიერი ვერ არის იმასთან კარგად

დავით თოლორდავა – ფარცხალაძესთან ?

ზაზა ოქუაშვილი – იმასთან ვერ არის, მარა მიდიო უთხრა და წინასწარ ფული მისცა   და ყველაფერი

დავით თოლორდავა – რაც უნდა მომხდარიყო

ზაზა ოქუაშვილი – მაგას არც არავინ აპირებდა, ჩაიწერეო, არც არავინ აპირებდა, მაგან იმან იფიქრა ჩასაწერად მოვიდაო. გაგიჟებული

დავით თოლორდავა – ა, იმან იფიქრა, ხომ? ფარცხალაძემ

ლევან ყიფიანი – ხო

დავით თოლორდავა – უიმე „გაგშმონეს“?

ზაზა ოქუაშვილი -გაშმონეს კი არა გააძრეს აბსოლიტურ…, გახადეს, ეძებდნენ იმას სად ჰქონდა  დამალული მთლიანად, მთელ ტანსაცმელში

დავით თოლორდავა – აპარატურა, ჩამწერი

ლევან ყიფიანი – არც მიფიქრია

ზაზა ოქუაშვილი – გახადეს რა სულ

დავით თოლორდავა – ვააა

დავით თოლორდავა – ძველი ბიჭი ყოფილა

ზაზა ოქუაშვილი – ბიჭო ეხლა აბა, ბიძინასგან თუ მხარდაჭერა გაქვს…. .რა პრობლემაა

დათო თოლორდავა – ხო

ლევან ყიფიანი – ნუ არა, მორჩა

დავით თოლორდავა – შერიგდით მერე?

ლევან ყიფიანი – კი, კი

დავით თოლორდავა-  „ნიჩევო“

ლევან ყიფიანი – ჩაერია, ბიძინა ჩაერია

დავით თოლორდავა – ბიძინამ გაიგო, ხომ ეგ ამბავი?

ლევან ყიფიანი – ბიძინამ ხო, რატომ შეაგინეო?

დავით თოლორდავა – რატომ შეაგინეო?

ზაზა ოქუაშვილი – რატომ შეაგინეო, ამიტომ  გადაიხადეო

დავით თოლორდავა – რატო დაგარტყაო ის არ უთქვია, რატომ შეაგინეო?

ლევან ყიფიანი – არა პირველი რიგში შენ შეაგინეო

დავით თოლორდავა – გიჩივლა იმან შემაგინაო და იმიტოო

ლევან ყიფიანი – არა, მერე უსიამოვნება, მე ვერ დავიჯერე, როგორც იმათაც არ ჯეროდათ, რომ ჩვენ  რო…  მე   ვიყავი ბიძინა”.

ვიდეო იხილეთ აქ:

ლევან ყიფიანი “სარდაფის ეპიზოდს” ყვება (ვიდეო)

იტვირთბა....