ახალი ამბები მთავარი სამართალი

ლამბალოში გატაცებული 17 წლის მოზარდი თავშესაფარშია გადაყვანილი

სოფელ ლამბალოში გატაცებული 17 წლის მოზარდი უსაფრთხოების მიზნით და არსებული რეალური რისკების გათვალისწინებით, გადაყვანილია თავშესაფარში. როგორც შსს-ში აცხადებენ, ოჯახის მიმართ გამოცემულია შემაკავებელი ორდერი.

“17 წლის არასრულწლოვნის ადგილსამყოფელის დადგენის შემდეგ, მასთან მუშაობის პროცესში, დაუყოვნებლივ ჩართული იქნა სოციალური მუშაკი და წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი GCRT-ის ფსიქოლოგი, რომლებმაც რეკომენდაცია გასცეს არასრულწლოვნის გამოკითხვის თაობაზე. არასრულწლოვანს, ასევე, გაესაუბრა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი, რომელიც გამოძიების ადგილზე იმყოფებოდა.

გამოკითხვა ჩატარდა ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის, ადვოკატისა და თარჯიმნის მონაწილეობით. გასაუბრებისას არასრულწლოვანმა განმარტა, რომ რამდენიმე თვის წინ გაიცნო თავისი თანასოფლელი – ს.ი. და მასთან ოჯახის შექმნა გადაწყვიტა. მისივე განმარტებით, რაიმე სახის ძალადობას ან/და მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთას ადგილი არ ჰქონია და ყველა მოქმედება განხორციელდა მისი ნამდვილი ნების შესაბამისად. ანალოგიური ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას ს.ი.-მ და მისმა თანმხლებმა პირმა. არასრულწლოვანმა გამოკითხვისას, ასევე, განაცხადა, რომ ოჯახის მხრიდან, მისი ამ გადაწყვეტილების გამო, მოსალოდნელი იყო მის მიმართ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, რასაც ამყარებდა მის გადაწყვეტილებამდე ოჯახში არსებული სიტუაციით”- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავცელებულ ინფორმაციაში.

არასრულწლოვანი 5 დღე გატაცებული იყო, მეექვსე დღეს კი სამართალდამცველებმა ის იპოვეს და ოჯახში დააბრუნეს.

 

იტვირთბა....